საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 4 წელიწადში მესტიაში ნახევარი მილიონი ტურისტის ჩასვლას ელოდება.
როგორც სააკაშვილმა მესტიაში გამართულ მთავრობის გასვლით სხდომაზე განაცხადა, "ეს ჰაერიდან მოყვანილი რიცხვი არ არის".
"წელს სვანეთში 20 ათასი ტურისტი ჩამოვიდა და გვიკვირს რამხელა რაოდენობაა. აქ ჩამოვა მინიმუმ ნახევარი მილიონი უცხოელი და ჰაერიდან არ მომყავს ეს ციფრები. ამას დაახლოებით 4 წელიწადში ვვარაუდობ და ამისთვის დაუღალავი კამპანია და მუშაობაა საჭირო", - განმარტა ქვეყნის პირველმა პირმა.
მისი თქმით, აღნიშნული დროისთვის სვანეთში ტურისტების ჩასვლა მარტივი იქნება, რადგან პირდაპირი გზების გარდა იქ თვითმფრინავები ფოთისა და ქუთაისის აეროპორტებიდანაც იფრენენ.