მესტიამდე მისვლა კიდევ ერთი გზით, ქუთაისიდანაც გახდება შესაძლებელი. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ლენტეხის გავლით ქუთაისიდან მესტიამდე ასასვლელი გზა უნდა გაკეთდეს.
"საუბარია სულ 135-კილომეტრიან გზაზე, მაგრამ არ გვქონდეს ილუზია, რომ ამის მშენებლობას წელს დავიწყებთ. ამას დაგეგმარება უნდა და ასევე უნდა შევხედროთ, რა საკრედიტო რესურსის მოძიება შეგვეძლება მის განსახორციელებლად", - განმარტა მიხეილ სააკაშვილმა მესტიაში გამართულ მთავრობის გასვლით სხდომაზე.
მისი შეფასებით, "მესტიამდე დამაკავშირებელი კიდევ ერთი გზის მშენებლობა ამ ადგილს ტურისტებისთვის კიდევ უფრო ადვილად ხელმისაწვდომს გახდის".