„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კასპის რაიონული ორგანიზაციის უმრავლესობა პარტიას ტოვებს.
კასპის საკრებულოს „ნაციონალურ მოძრაობის“ ფრაქცია რვა დეპუტატიდან ექვსმა დატოვა. მათი განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზია ახალი მენეჯმენტის მიერ შეუსრულებელი დაპირებების ფონზე პარტიის დასუსტება.
გიორგი შარიფაშვილის განცხადებით, ისინი მანდატებს არ დატოვებენ, არამედ გააგრძელებენ საქმიანობას დამოუკიდებელი დეპუტატების სტატუსით და ახალი ფრაქციის სახელით ნიკა მელიას გუნდთან ერთად.