უკრაინული მედიის ინფორმაციით, 5 დეკემბრის ღამეს რუსეთი უკრაინას შაჰედის ტიპის 17 დრონებით და 6 საზენიტო მართვადი რაკეტით თავს დაესხა. უკრაინის დამცველებმა მტრის ათი დრონი ჩამოაგდეს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, ოკუპანტების თავდასხმა მიმართული იყო დონეცკისა და ხერსონის ოლქებში სამოქალაქო ობიექტების წინააღმდეგ.