სირიაში ამერიკის სამხედრო ბაზაზე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა.
აშშ-ის შეიარაღებული ძალების სარდლობის ცნობით, მებრძოლებმა 15 რაკეტა სირიაში განთავსებული ამერიკული სამხედრო ბაზის Rumalyn Landing Zone-ის მიმართულებით 3 დეკემბერს ერაყიდან ისროლეს.
აღნიშნულია, რომ სამხედრო მოსამსახურეები არ დაშავებულან, ასევე არ დაზიანებულა ტექნიკა.
„გაერთიანებულმა ოპერატიულმა ჯგუფმა აღმოაჩინა საწყისი წერტილი ISR-ის საშუალებების გამოყენებით და გადასცა ერაყის უსაფრთხოების ძალებს, რომლებიც მის კვალს გაყვნენ.
ადგილზე იყო საწვავის ტანკერი, რომელიც აღჭურვილი იყო 20-მდე რაკეტის გასაშვებად“,- ნათქვამია ინფორმაციაში.