უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აღნიშნავს, რომ მოსალოდნელი გადაწყვეტილება უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ არ არის საჩუქარი, მაგრამ „ოთახში სპილო“ ან ქვეყანა, რომელსაც შეუძლია ამ გადაწყვეტილების დაბლოკვა, შეიძლება იყოს არა მხოლოდ უნგრეთი.
ამის შესახებ ზელენსკიმ კიევში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან და მოლდოვის პრეზიდენტთან მაია სანდუსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა აკეთებს ყველაფერს, რაც საჭიროა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად მიმდინარე წლის დეკემბერში.
„უკრაინა აცნობიერებს, რომ ნებისმიერი ქვეყნის გზა ევროკავშირისკენ არის დამსახურების გზა და არა საჩუქრების გზა. ამიტომ, უკრაინა ახორციელებს თავისი სამუშაოს ნაწილს. ჩვენ გვჯერა, რომ ევროკავშირი მზად იქნება შესახვედრად თავისი გზის ნაწილი გაიაროს და დაპირებისამებრ, წლის ბოლომდე, დეკემბერში შედეგი იყოს ჩვენთვის ასასურველი პოლიტიკური გადაწყვეტილება გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებისა და სრულუფლებიანი ინტეგრაციის შესახებ პროცესის დაახლოება“, –- თქვა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ ასევე ხაზი გაუსვა, რომ ომის დროს ყველა უნდა იყოს ძალიან კონკრეტული და დეკემბერში ევროკავშირის ლიდერების მოსალოდნელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.
„საჩუქრებს არ ველოდებით, მაგრამ მინდა, ყველამ მიაქციოს ყურადღება, რომ ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც ომშია. ჩვენთვის დეკემბრის გადაწყვეტილება არის მოტივაციური და მობილიზაციური გადაწყვეტილება. და მე მჯერა, რომ ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც ეხმარება უკრაინას დაიჯეროს, რომ იყო და არის სამართლიანობა და რომ ეს არ არის მხოლოდ ცარიელი სიტყვები, რომ უკრაინელები იცავენ საერთო ღირებულებებს“, - ხაზგასმით აღნიშნა ზელენსკიმ.
მან განმარტა, რომ ეს არ ნიშნავს იმას, რომ უკრაინას საჩუქრად მიეცემა ესა თუ ის გადაწყვეტილება.
"არის შვიდი რეკომენდაცია. რაც არ უნდა რთული იყოს ჩვენთვის, ჩვენ უნდა შევასრულოთ ის. ვფიქრობ, რომ დღეს ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი. და თუ თითქმის ყველაფერი, მაშინ დანარჩენიც გაკეთდება", - აღნიშნა ზელენსკიმ და დასძინა, რომ ვინც დღეს უმაღლეს რადაში ხმა მისცა კანონპროექტებს - ეს არის პროგრესი ყველა რეკომენდაციის შესრულებისთვის.
„ჩვენ შევასრულებთ შვიდივე რეკომენდაციას. დღეისთვის ჩვენ მზად ვართ. მე ვხედავ პოზიტიურ რეაქციას“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტს ჰკითხეს უნგრეთის შესახებ, რომელიც არის „ოთახში სპილო“ და ოფიციალურად ეწინააღმდეგება უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას.
"ჩვენ ყველაფრისთვის ვემზადებით, ეს მართალია. ჯერ არ არის პრობლემა. მე მჯერა, რომ ოთახში სპილო ნებისმიერი შეიძლება იყოს. ბევრ რამეზეა დამოკიდებული. ვფიქრობ, მთავარია, მოვიქცეთ როგორც ადამიანები და ყველაფერი შევასრულოთ იმ გზაზე, რაც დაგეგმილია. არსებობს შვიდი რეკომენდაცია. ჩვენ ყველა უნდა შევასრულოთ, ისე, რომ ჩვენს მიმართ შეკითხვები აღარ არსებოდეს. არ ოყოს იმის თქმის შესაძლებლობა, რომ უკრაინამ რაღაც ვერ შეასრულა. მე მჯერა, რომ ეს არის უკრაინისთვის ყველაზე ძლიერი პოზიცია", - ხაზგასმით აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.