უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ფლორიდის გუბერნატორი რონ დესანტისი უკრაინაში მიიწვია.
ზელენსკის თქმით, ამის მიზეზი მათიგანცხადებებია, რომლითაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ უკრაინის მიმართ ამერიკის სამხედრო დახმარებას.
ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინის დამარცხება მოსკოვთან უფრო ფართო კონფლიქტს ნიშნავს.
„მზად არიან, ომის დასაწყებად რომ გაგზავნონ თავიანთი შვილები? მზად არიან, მოკვდნენ? რუსეთი უკრაინის ოკუპაციას თუ მოახდენს, ისინი გადავლენ ბალტიისპირეთის ქვეყნებში, პოლონეთში, ნატო-ს ნებისმიერ ქვეყანაში და ამ კონკრეტულ შემთხვევაში აშშ-ს მოუწევს არჩევანის გაკეთება ნატო-ს დაშლას ან ბრძოლას შორის“, – აღნიშნა ზელენსკიმ „ენბისისთან“ ინტერვიუში.