უკრაინის თავდაცვის ძალებმა შეტევითი ოპერაციების დროს რუსი ოკუპანტებისგან უკვე გაათავისუფლეს უკრაინის 100 კვ/კმ-ზე მეტი ტერიტორია.
ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის მთავარი ოპერატიული სამმთველოს ხელმძღვანელის მოადგილემ ოლექსეი გრომოვმა და თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ჰანა მალიარმა განაცხადეს. როგორც გრომოვმა აღნიშნა, ზაპოროჟიეს მიმართულებით უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ რუსი ოკუპანტებისგან უკრაინის ქალაქებისა და დასახლებების გაწმენდას.
„ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ჩვენმა არმიამ დასახლ;ება მალაია ტოკმაჩკაში მტრის პოზიციების სიღრმეშ 3 კილომეტრამდე წინ წაიწია, 7 კილომეტრამდე კი ველიკაია ნოვოსიოლკის სამხრეთით. დონეცკისა და ზაპოროჟიეს ოლქებში გათავისუფლებულია 7 დასახლებული პუნქტი. კონტროლის ქვეშ დაბრუნებულია უკრაინის ტერიტორიის 100 კვადრატულ კულომეტრზე მეტი“, - აღნიშნა გრომოვმა.