უკრაინის შეიარაღებულ ძალებს დონეკცის ოლქში, ქალაქ ვუჰლედართან წინსვლა აქვთ. ამის შესახებ ჯარების ოპერატიულ-სტრატეგიული ჯგუფის „ტავრიას“ მეთაური, გენერალი ოლექსანდრ ტარნავსკი იტყობინება.
„ვუჰლედართან ჩვენი მეომრები წინ მიიწევენ. მტრის ძალების განადგურება გრძელდება. ყველაფერი იქნება, უკრაინა“, – წერს ტარნავსკი „ტელეგრამ არხში“.
ტარნავსკი მანამდე იუწყებოდა, რომ მტერი განაგრძობს წარუმატებელ შტურმს ტავრიის მიმართულებით. მისი ინფორმაციით, გასულ 24 საათში რუსებმა დიდი დანაკარგი განიცადეს.