რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ უკრაინა რუსეთის „ისტორიულ ტერიტორიებზე“ მდებარეობს და მას რუსეთის მიწები აქვს „ოკუპირებული“
„მათ {უკრაინელებმა) რატომ უნდა იცხოვრონ ჩვენს ხარჯზე და ჩვენს ისტორიულ ტერიტორიებზე? და თუ სურთ იცხოვრონ ჩვენს ისტორიულ ტერიტორიებზე, მაშინ აიძულონ თავიანთი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, რათა ნორმალური ურთიერთობები დაამყარონ რუსეთთან. ისე, რომ ჩვენ ამ ტერიტორიებთან ერთად არაფერი დაგვემუქროს. ესაა პრობლემა“, - განაცხადა პუტინმა.
პუტინმა კიდევ უფრო მეტი აღშფოთება გამოთქვა, რომ ნატო გეგმავს ამ „ისტორიულ ტერიტორიებზე“ შესვლას. „ისინი გაგიჟდნენ, არა?“ - თქვა პუტინმა.
რუსეთის დიქტატორმა მორიგ ჯერზე გაიმეორა, რომ უკრაინა მხოლოდ 1922 წელს „შეიქმნა“, როდესაც ლენინმა ერთგვარი „შიშის გამო“ მას „რუსული მიწები“ გადასცა.