უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომლის თანახმად, უკრაინაში ნაციზმზე გამარჯვების და ხსოვნის დღე 8 მაისს აღინიშნება. ამის შესახებ იუწყება უკრაინული მედია.
კანონის განმარტებაში ნათქვამია, რომ უკრაინა, როგორც ცივილიზებული, მშვიდობისმოყვარე და დემოკრატიული ევროპული სახელმწიფო, პატივს სცემს ყველას გმირობის ხსოვნას, ვინც ნაციზმს ებრძოდა, ასევე ყველა მსხვერპლს, ვისაც შეეხო ომი.
ევროპულ სახელმწიფოებში ეს გამარჯვება ყოველწლიურად 8 მაისს აღინიშნება, ნაცისტური გერმანიის კაპიტულაციის დღეს.