რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმად, ყველა კერძო სამხედრო კომპანიამ კონტრაქტი უნდა გააფორმოს რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან. ამის შესახებ გამოცემა Deutsche Welle წერს.
ბრძანება ეხება ყველა „მოხალისეთა რაზმს“, მათ შორის კერძო რუსულ სამხედრო კომპანია „ვაგნერს“.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პრესრელიზში ნათქვამია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება „მოხალისეთა ფორმირებებს“ საჭირო სამართლებრივ სტატუსს მიანიჭებს. შექმნის ერთიან მიდგომას საორგანიზაციო, დაგეგმარებისა და მომარაგების საკითხებისადმი. ამასთან, ინდივიდუალურ „მოხალისეებსაც“ აქვთ უფლება, კონტრაქტი გააფორმონ რაზებთანაც და თავდაცვის სამინისტროსთანაც.
გამოცემა აღნიშნავს, რომ შოიგუს ეს ბრძანება იმ ფონზე გამოქვეყნდა, როდესაც კერძო რუსული სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ხელმძღვანელ ევგენი პრიგოჟინის მხრიდან ხშირად ისმის რუსეთის თავდაცვის მინისტრის მიმართ კრიტიკა.