აშშ-მა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის გადაცემის შესახებ განაცხადა, რომლის ღირებულებაც 2,1 მლრდ დოლარს შეადგენს. დახმარების პაკეტი მოიცავს საბრძოლო მასალას Patriot-ების რაკეტსაწინააღმდეგო კომპლექსებისთვის, 105 მმ და 203 მმ საარტილერიო ჭურვებისთვის და უპილოტო საჰაერო სისტემებისთვის.
„აშშ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად გააგრძელებს მუშაობას, რათა უკრაინამ დააკმაყოფილოს ბრძოლის ველზე მისი დაუყოვნებლივი მოთხოვნილებები და გრძელვადიანი საჭიროებები უსაფრთხოებისთვის“, – აღნიშნულია პენტაგონის განცხადებაში.
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალური მონაცემებით, რუსეთის მიერ ომის დაწყების შემდეგ აშშ-ის სამხედრო დახმარების ჯამური მოცულობა უკრაინისთვის 39.7 მილიარდ დოლარზე მეტია.