რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინის არმიამ დიდი ხნის ნანატრი კონტრშეტევა დაიწყო.
ამის შესახებ პუტინმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„პირველ რიგში ჩვენ შეგვიძლია აბსოლუტურად ზუსტად გითხრათ, რომ ეს შეტევა დაიწყო. და ამაზე მეტყველებს უკრაინის არმიის მიერ სტრატეგიული რეზერვების გამოყენება. მეორეც: საბძოლო მოქმედებების ვერცერთ მონაკვეთზე უკრაინის არმიამ ვერ მაიღწია დასახულ ამოცანებს. ეს აბსოლუტურად ცხადია“, - განაცხადა პუტინმა.
მანამდე შეტევითი მოქმედებების დაწყების შესახებ დასავლური მედიაც წერდა, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო კი ამტკიცებდა, რომ ყველა შეტევის მოგერიება შეუძლიათ.