რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის განცხადებით, ბელარუსის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღი მას შემდეგ განთავსდება, რაც 7-8 ივლისს შესაბამისი ობიქეტების მომზადება დასრულდება. პუტინმა ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ლუკაშენკასთან შეხვედრაზე განაცხადა.
„იცით, რომ 7-8 ივლისს სრულდება შესაბამისი ობიექტების მომზადება, რომლის დასრულებისთანვე დავიწყებთ ღონისძიებებს თქვენს ტერიტორიაზე იარაღის შესაბამისი სახეობის განსათავსებლად. ასე, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით არის, ყველაფერი სტაბილურადაა“, - განაცხდა პუტინმა.
შეგახსენებთ, პუტინმა ბელარუსის ტერიტორიაზე ბირთვული ტაქტიკური იარაღის განთავსების შესახებ 25 მარტს განაცხადა.