დნესტრისპირეთში უკრაინის შეიარაღებული ძალების მოქმედებები შესაძლებელია მხოლოდ კიშენეუს მოთხოვნის შემდეგ, ჯერ მოლდოვის მთავრობას ჯარების შეყვანა არ მოუთხოვია. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიშინეუში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების რიგით მეორე სამიტის დასასრულს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„უკრაინას შეუძლია რეაგირება და დახმარება, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ იქნება მოთხოვნა მოლდოვის რესპუბლიკის მთავრობისგან“, - განაცხადა ზელენსკიმ.
„ის {დნესტრიპირეთი} უნდა გაერთიანდეს თავის სახელმწიფოსთან, თავის ისტორიასთან - ანუ მოლდოვასთან“, - აღნიშნა ზელენსკიმ და გაიხსენა, როდესაც გავლით იმყოფებოდა დნესტრიპირეთში, ძალიან გაუკვირდა, როდესაც იქ რუსეთის დროშები დაინახა და არა მოლდოვის.
მანამდე, სამიტზე უკრაინის პრეზიდენტმა გამოთქვა რწმენა, რომ დნესტრიპირეთის პრობლემა და მოლდოვის გაერთიანების საკითხი უკრაინის გამარჯვების შემდეგ გადაწყდება.
„ჩვენ ყველას გვინდა გაერთიანებული მოლდოვის საზოგადოება და გაერთიანებული მოლდოვის სახელმწიფო. რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა გისურვოთ მშვიდობა და ამის გაკეთება თქვენს ტერიტორიაზე ბომბების, არტილერიისა და სიკვდილის გარეშე. რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ და ყველგან დაგიჭერთ მხარს, დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ არის რაღაც ფანტასტიკა“, - განაცხადა ზელენსკიმ.
„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი გამარჯვების შემდეგ - და მე დარწმუნებული ვარ ჩვენს გამარჯვებაში - თქვენც გექნებათ გაერთიანებული ქვეყანა: რაკეტებისა და რუსეთის გარეშე“, - აღნიშნა ზელენსკიმ.