დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიმს კლევერლიმ განაცხადა, რომ უკრიანას აქვს ლეგიტიმური უფლება თავი დაიცვას და შეუძლია ძალა თავისი საზღვრების გარეთ გამოიყენოს. იუწყება Sky News.
მან აღნიშნა, რომ უკრაინას აქვს ლეგიტიმური უფლება თავი დაიცვას. „მათ აქვთ ლეგიტიმური უფლება ეს გააკეთონ თავისი საზღვრების მიღმა, მაგრამ ასევე აქვთ უფლება გამოიყენონ ძალა თავიანთი საზღვრების გარეთ, რათა ძირი გამოუთხარონ რუსეთის შესაძლებლობას გამოიყენოს ძალა უკრაინის წინააღმდეგ“, - განაცხადა კლევერლიმ.
კლევერლის თქმით, ლეგიტიმური სამხედრო სამიზნეები უკრაინის საზღვრებს გარეთ მისი თავდაცვის ნაწილს წარმოადგენს. „ჩვენ ეს უნდა ვაღიაროთ“, - აღნიშნა კლევერლიმ.
დღეს მოსკოვზე უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა განხორციელდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ მოსკოვს რვა უპილოტო საფრენი აპარატით დაესხნენ თავს, რომლიდანაც ხუთის ჩამოგდება შეძლეს. უკრაინაში თავდასხმასთან კავშირს უარყოფენ.