აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების მეთაურების გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელი, გენერალი მარკ მილი აცხადებს, რომ უკრაინა დაიბრუნებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს, თუმცა არა ახლო მომავალში.
ამის შესახებ მილიმ უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.
„ყველა ომი ადრე თუ გვიან სრულდება. სრულდება იმ პირობით, რომ ერთი ან მეორე მხარე იმაჯვებს, ან მიდიან მოლაპრაკების გზით შეთამხმებამდე. ამ ომს სამხედრო თვალსაზრისით, რუსეთი ვერ მოიგებს“, - განაცხადა მილიმ.
გენერალმა გაიხსენა, რომ თავდაპირველად რუსეთის სტრატეგიული მიზნები ითვალისწინებდა უკრაინის ტერიტორიის დაპყრობას, ვლადიმირ ზელენსკის მთავრობის დამხობას და კიევის აღებას, მაგრამ უკვე ერთ წელზე მეტი გავიდა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა შეცვალა მიზნები და ის ახლა ცდილობს ლუჰანსკისა და დონეცკის ოლქების სრულ ოკუპაციას.
„რუსეთის მიერ დასახული სტრატეგიული მიზნები მიუღწეველია სამხედრო თვალსაზრისით, ეს არ განხორციელდება“, - აღნიშნა მილიმ.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ უკრაინის სტრატეგიული მიზნები მოიცავს რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლებას, სადაც ამ დრომდე იმყოფება რამდენიმე ასეული ათასი რუსი ჯარისკაცი.
„ამის მიღწევა სამხედრო გზით არის შესაძლებელი, მაგრამ სავარაუდოდ, არა ახლო მომავალში“, - აღნიშნა გენერალმა.
მისი განმარტებით, ეს იმას ნიშნავს, რომ სისხლისმღვრელი და მძიმე ბრძოლები გაგრძელდება.
„ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხადაეჭერას თავისუფლებისათვის ბრძოლაში“, - დასძინა მილიმ.