აშშ-ს უკრაინისთვის გადაცემული სამხედრო ტექნიკის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების თანხმობა არ გაუცია ამის შესახებ პენტაგონის წარმომადგენელმა პეტ რაიდერმა განაცხადა. მან კომენტარი გააკეთა ინფორმაციაზე, რომ „რუსეთის მოხალისეთა კორპუსი“ ბელგოროდის ოლქში ამერიკული ჯავშანმანქანებით გადაადგილდებოდა.
„ჩვენ არ მიგვიცია თანხმობა რაიმე სახის ტექნიკის გადაცემაზე, მათ (უკრაინის ჯარს} არ უთხოვია ტექნიკის გადაცემა ე.წ. გასამხედროებული ორგანიზაციებისათვის. ჩვენ გავატარეთ მკაცრი პროცედურები მონიტორინგის თვალსაზრისით. ამასთან, წარმატებით ვმუშაობთ ჩვენს უკრაინელ პარტნიორებთან ამ მიმართულებით“, - განაცხადა ბრიფინგზე პენტაგონის პრესსპიკერმა პეტ რაიდერმა.
რაიდერს შეკითხვა დაუსვეს გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ „რუსეთის მოხალისეთა კორპუსის“ მებრძოლები ბელგოროდის ოლქში გადაადგილდებოდნენ ყველგანმავალი Humvee-ებითა და MaxxPro MRAP ტიპის ჯავშანმანქანებით.
პეტ რაიდერმა განაცხადა, რომ აშშ არ არის დარწუნებული ამ ცნობების სისწორეში. ასევე სახელმწიფო დეპარატმენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა 23 მაისს განაცხადა, რომ ამ მომენტისთვის აშშ სკეპტიკურად არის განწყობილი აღნიშნული ცნობების სანდოობასთან დაკაშირებიით
„რუსეთის მოხალისეთა კორპუსის“ მებრძოლების მიერ აღნიშნული ტექნიკით გადადგილების ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა სოციალურ ქსელებში გავრცელდა, შემდეგ კი რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ გაანადგურა ამერიკული ტექნიკა ბელგოროდის რაიონში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს.