უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უახლოეს ხანებში პარტნიორებთან შეხვედრები ისევ გაიმართება, რაც უკრაინას შესაძლებლობას მისცემს მეტი იარაღი მიიღოს.
„ჩვენ უკვე დავიწყეთ მზადება უახლოეს კვირებში, ველოდებით ახალ შეხვედრებსა და მოლაპარაკებებს, ჯერჯერობით ვიზიტები ჩვენს ქვეყანაშიგაიმართება. იქნება მეტი იარაღი ჩვენი მეომრებისთვის“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, ქვეყნის ხელმძღვანელობა ყველაფერს აკეთებს, რომ 11-12 ივნისს დაგეგმილი ვილნიუსის ნატო-ს სამიტის გადაწყვეტილება, იყოს ისეთი, რომელიც უკრაინისთვის იმუშავებს.
ზელენსკის თქმით, ახლა უკრაინას საჰაერო თავდაცვის გაძლიერება სჭირდება.
„ჩვენმა მეომრებმა ღამის განმავლობაში 25 „შაჰედი“ ჩამოაგდეს. 25-დან 25. ეს ძალიან კარგი შედეგია. ყოველი ასეთი ჩამოგდება ნიშნავს სიცოცხლის გადარჩენას, ინფრასტრუქტურის გადარჩენას. მათ ასევე მოახერხეს ტერორისტების ზოგიერთი რაკეტის ჩამოგდება, მაგრამ, სამწუხაროდ, არა ყველასი. ჩვენს ყველა ქალაქს და საზოგადოებას სჭირდება სრულფასოვანი საჰაერო ფარი. ძალიან ბევრს ვმუშაობთ ამაზე პარტნიორებთან ერთად“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.