ვოლოდიმირ ზელენსკისგან მტკიცე გარანტია მივიღეთ, რომ უკრაინა F-16 ტიპის გამანადგურებლებს რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმისთვის არ გამოიყენებს. ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ჰიროსიმაში „დიდი შვიდეულის“ სამიტის დასრულების შემდეგ, შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ზელენსკიმ მტკიცე დაპირება მომცა, რომ არ გამოიყენებენ მათ {F-16 ტიპის გამანადგურებლებს} რუსეთის გეოგრაფიულ ტერიტორიაზე. მაგრამ უკრაინის ფარგლებში, სადაც არ უნდა იმყოფებოდნენ რუსული ჯარები, მათ {უკრაინელებს} ამის გაკეთება {F-16-ის გამოყენება} შეუძლიათ“, - განუცხადა ბაიდენმა ჟურნალისტებს.
„დიდი შვუდეულის“ სამიტზე უკრაინის პრეზიდენტის ჩასვლა დაემთხვა თეთრი სახლის გადაწყვეტილებას მოამზადოს უკრაინელი პილოტები F-16-ების მართვისთვის. ასევე ბაიდენის ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება მოკავშირეებს ნება დართოს კიევს F-16-ები გადასცეს. მანამდე ჯო ბაიდენი უკრაინისთვსი F-16-ების გადაცემის წინააღმდეგი იყო, რადგან აცხადებდა, რომ პილოტების სწავლებას დიდი დრო დასჭირდებოდა, ამასთან მისივე განცხადებით, არსებობდა რუსეთთან კონფლიქტის ესკალაცის რიკსიც.