უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს იაპონიაში ჰიროსიმის „დიდი შვიდეულის“ სამიტის ფარგლებში შეხვდა.
უკრაინული მედიის ცნობით, შეხვედარზე ზელენსკიმ ნატო-ში გაწევრიანებამდე უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების აუცილებლობაზე ისაუბრა.
შეხვედრის დროს ზელენსკიმ ყურადღება გაამახვილა ვილნიუსის ნატო-ს სამიტის სამზადისზეც.
როგორც უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აღნიშნავენ, ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ბაიდენს აშშ-ის მხრიდან უკრაინისთვის გაწეული ფინანსური დახმარებისთვის, რომელიც უკვე 37 მლრდ დოლარს შეადგენს, ასევე ახალი სამხედრო დახმარების პაკეტისთვის, რომლის ღირებულებაც 375 მლნდ დოლარია.
„მიიღეთ ჩვენი ხალხის სახელით უდიდესი მადლობა. მოხარული ვარ, რომ ჩვენ გვაქვს ასეთი ძლიერი უთიერთობები“, - განაცხადა ზელენსკიმ.