უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იაპონიაში „დიდი შვიდეულის“ ლიდერებს მიმართა და მხადაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„ჩვენ თქვენთან და ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად მივაღწიეთ თანამშრომლობის ისეთ დონეს, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ დემოკრატიას, საერთაშორისო სამართალსა და თავისუფლებას მეტი ყურადღება დაეთმოს.
მსოფლიოში იყო მცდელობა უგელებელყოთ და დაემცირებინათ ის, რაც ღირებულია. მაგრამ ახლა ეს შეუძლებელია. ახლა ჩვენი ძალა იზრდება. და ყველა, ვინც მოისურვებს აგრესია განახორციელოს დემოკრატიული ქვეყნის წინააღმდეგ, დაინახავს, როგორი პასუხი მოჰყვება მას.
რაც უფრო მეტად ვთანამშრომლობთ თქვენთან, მით უფრო ნაკლებსავარაუდოა, რომ მსოფლიოში კიდევ ვინმე წავიდს რუსეთის უგუნური გზით, მაგრამ საკმარისია კი ეს?
დემოკრატია მეტს მოითხოვს, ვფიქრობ, ჩვენ გვჭირდება დემოკრატიის მკაფიო გლობალური ლიდერობა. ეს მთავარია, რითიც ჩვენ უზრუნველვყოფთ ჩვენს თანამშრომლობას“, - განაცხადა ზელენსკიმ.
როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რუსეთს სურდა უკრაინელების დაშინება, მაგრამ პარტნიორების მხრიდან სამხედრო დახმარებამ მათ განზარხვას ბოლო მოუღო.
„მრავალი წლის განმავლობაში გვესმოდა, რომ რუსეთს შეუძლია დაუსჯელად თავს დაესხას ნებისმიერ ქვეყანას ჰიპერბგერითი რაკეტებით, რომელთა ჩამოგედებაც თითქოს შეუძლებელი იყო. რუსეთს სურდა, რომ ჩვენ შევშინებულიყავით და გვეღალატა ჩვენი ღირებულებებისთვის. მაგრამ ამ ყველაფერს ბოლო მოეღო. უკრაინელების ხელში Petriot-ებმა აჩვენეს რა შეუძლია დემოკრატიას.
ჩვენ ერთად დავამტკიცეთ, რომ საქმე იმაში კი არ არის, რამდენი რაკეტა აქვს ჩვენს საერთო მტერს, არამედ რამდენი საჰაერო თავდაცვის სისტემა გვაქვს ჩვენ. Petriot-ები, IRIS-T-ები, NASAMS-ები, SAMP-T-ები - იცავენ ჩვენ ქალაქებში სიცოცხლეს და ამით იქმნება დემოკრატიისათვის უსაფრთხოების გლობალური ბრენდი“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, როდესაც საჰაერო თავდაცვის სისტემები უკრაინაში საკმარისი იქნება იმისთვის, რომ დაიცვან ყველა ქალაქი „მსოფლიო დაინახავს, თუ როგორი საჰაერო ფარის შექმნა შეუძლია დემოკრატიას“. ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებისთვის, რომლებმაც რუსული რაკეტებისგან ათასობით უკრაინელის სიცოცხლე გადაარჩინა.
მისივე თქმით, საჰაერო ფარი სრულფასოვანი იქნება მხოლოდ მაშინ, როდესაც ხმელეთზე საჰაერო თავდაცის სისტემებს დაემატება თანამედროვე თვითმფრინავები.
„როდესაც ჩვენი პილოტები შეისწვალიან F-16-ის მართვას და როდესაც ჩვენს ცაში გამოჩნდება ეს თვითმფრინავები, მას ექნება მნიშვნელობა არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ ეს იქნება ისტორიული მომენტი უსაფრთხოების არქიტექტურისთვის ევროპასა და მსოფლიოში“, - განაცხადა ზელენსკიმ.