დაჯგუფება „ვაგნერის“ ხელმძღვანელის ევგენი პრიგოჟინის განცხადების მიუხედავად, უკრაინელი სამხედროები უარყოფენ, რომ რუსეთის ძალებმა ქალაქ ბახმუტზე სრული კონტროლი დაამყარეს.
„ბახმუტში მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს. ვითარება კრიტიკულია, ამასთან, ჩვენი ჯარები აკონტროლებენ გარკვეულ სამრეწველო და ინფრასტრუქტურულ ობიექტებს და კერძო სექტორს „ლიტაკის“ რაიონში“, - განაცხადა ანა მალიარმა.
ამასთან, უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის სარდლობის სპიკერმა, სერგეი ჩერევატიმ აღნიშნა, რომ „ვაგნერის“ დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟნის განცხადება ქალაქ ბახმუტის სრულად აღების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება.
„ეს არ არის სიმართლე. ჩვენი დანაყოფები ბახმუტში იბრძვიან“, – განაცხადა ჩერევატიმ.