საფრანგეთის სენატმა პარალმენტის ქვედა პალატის შემდეგ 1932-33 წლების ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა.
რეზოლუციას მხარი დაუჭირა 327-მა დუპტატმა, 13-მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ მადლობა გადაუხადა საფრანგეთის სენატს ისტორიული კენჭისყრისთვის, რომელიც აღადგენს სამართლიანობას და პატივს მიაგებს მილიონობით მსხვერპლს. „მსგავსი დანაშაულები არასდროს უნდა განმეორდეს და არასდროს უნდა იყოს დავიწყებული“, - წერს კულება Twitter-ში.
ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად უკვე აღიარა ორ ათეულზე მეტმა სახელმწიფომ.