მოლდოვა და აშშ ხელს მოაწერენ შეთანხმებას „ღია ცის“ შესახებ, რომელიც შექმნის პირობებს ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ფრენების დაწყებისთვის.
ამის შესახებ კიშინიოვში აშშ-ის საელჩომ განაცხადა . იუწყება გამოცემა Newsmaker.
შეთანხმებას 18 მაისს ხელს მოაწერენ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე რიჩარდ ვერმა და მოლდოვის ინფრასტრუქტურის მინისტრი ლილია დაბიჯა.
„ღია ცის“ შეთანხმება პირველი ნაბიჯია ჩვენს ქვეყნებს შორის საჰაერო ტრანსპორტის ლიბერალიზაციისათვის. ერთად ჩვენ გავაძლიერებთ ორმხრივ სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებს.
ეს არის ძლიერი სიგნალი ჩვენი მხარდაჭერისა მოლდოვის მიმართ უწყვეტ გზაზე უფრო ღია და გამჭვირვალე ბიზნესგარემოს შესაქმნელეად“, - განაცხადეს ამერიკის საელჩოში.