ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხდა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების მთავარი წერტილი უნდა იყოს კიევის „სამშვიდობო ფორმულა“. იუწყება Reuters.
ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადება დაემთხვა ჩინეთის წარმომადგენლების ვიზიტებს რამდენიმე ევროპულ დედაქალაქში, რომლის მიზანსაც პეკინი უკრაინაში ომის „პოლიტიკურად დარეგულირების“ გზებს უწოდებს.
„არაფერი უკრაინაზე და უკრაინის გარეშე... არასდროს უნდა დავივიწყოთ, რომ უკრაინა ის ქვეყანაა, სადაც სასტიკად შეიჭრნენ, ამიტომ მან უნდა წარმოადგინოს სამართლიანი მშვიდობის ფუნდამენტური პრინციპები“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
ის დადებითად გამოეხმაურა ჩიენთის ლიდერის სი ძინპინისა და უკრაინის პრეზიდენტის სატელეფონო საუბარს, რომელიც ცოტა ხნის წინ გაიმართა და აღნიშნა, რომ პეკინმა უნდა გამოიყენოს თავისი გავლენა მოსკოვზე ომის დასასრულებლად.