რუსეთი უნდა გავიდეს უკრაინიდან, როგორც საბჭოთა კავშირი – ავღანეთიდან, – ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმა POLITICO-სთან ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, ომი დასრულდება, როდესაც რუსული ჯარები უკან დაიხევენ.
"ომი მაშინ დასრულდება, როდესაც რუსეთი მიხვდება, რომ შეცდომა დაუშვა, როგორც ავღანეთში, როდესაც ათი წლის შემდეგ უკან დაიხიეს. თუ თქვენ თვლით, რომ ყველაფერი დაიწყო 2014 წელს, მაშინ ჩვენ უკვე მეათე წელში ვართ". – თქვა კალასმა.
კალასმა ასევე ისაუბრა ჩინეთის როლზე უკრაინაში მშვიდობის დამყარების პროცესში.
„აქ არის ერთი აგრესორი და მსხვერპლი. ამ ყველაფრის გაურკვევლობად გადაქცევა ვიღაცის ინტერესში შედის, მაგრამ ვფიქრობ, რა თქმა უნდა, უკეთესია, თუ ჩინეთი ჩვენს მხარეს იქნება და ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ამ მიმართულებით“, – განაცხადა ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა.