უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს ლონდონს ეწვევა და პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკს შეხვდება.
„დღეს - ლონდონი. დიდი ბრიტანეთი - ლიდერი, როდესაც საუბრია ჩვენი შესაძლებლობის გაფართოებაზე მიწაზე და ცაში. დღეს ეს თანამშრომლობა გაგრძელდება“, - ნათქვამია ზელენსკის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ზელენსკი იმყოფებოდა საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიასა და ვატიკანში.
საფრანგეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ემანუელ მაკრონი კიევს ახალი შეიარაღების მიწოდებას დაჰპირდა.
„უახლოესი კვირების განმავლობაში საფრანგეთი აღჭურვის რამდენიმე ბატალიონს ათეული ერთეული ჯავშანმანქანითა და მსუბუქი ტანკით, მათ შრის AMX-10RC-ით და შეასწავლის მათ მართვას“, - ნათქვამია ორივე ქვეყნის ერთობლივ დეკლარაციაში.