უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერის, იური იგნატის განცხადებით, 13 მაისს, რუსეთის ბრიანსკის ოლქში არა ორი, არამედ სამი ვერტმფრენი ჩამოვარდა.
მისი თქმით, რუსებმა გუშინ სულ ხუთი ერთეული საჰაერო ტექნიკა დაკარგეს.
იგნატმა დაადასტურა, რომ ორი თვითმფრინავი და სამი ვერტმფრენი თავად რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს.
შაბათს, 13 მაისს ერთდროულად გავრცელდა სხვადასხვა ინფორმაცია ვერტმფრენებისა და თვითფრინავების ჩამოვარდნის შესახებ.
თავდაპირველად რუსულმა პროპაგანდისტულმა არხებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ვერტმფრენი ძრავში გაჩენილი ხანძრის შედეგად ჩამოვარდა. შედეგ კი აღიარეს, ორი ვერტმფრენისა და ერთი თვითმფრინავის ჩამოვარდნა და ამაში „უკრაინელი დივერსანტები“ დაადანაშაულეს.