თურქეთში დღეს საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები იმართება.
საპრეზიდენტო არჩევნებში სამი კანდიდატი მონაწილეობს: ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი ქემალ ქილიჩდაროღლუ და ასევე – სინან ოგანი. კიდევ ერთმა კანდიდატმა, მუჰარემ ინჯემ საკუთარი კანდიდატურა არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მოხსნა.
საპარლამენტო არჩევნებში სულ 24 პოლიტიკური პარტია და 151 დამოუკიდებელი კანდიდატი იყრის კენჭს. პარტიების ნაწილი არჩევნებში კოალიციებით არის წარმოდგენილი.
საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით დილის 08:00 საათზე გაიხსნა და საღამოს, 17:00 საათზე დაიხურება.
არჩევნებში მონაწილეობის უფლება სულ 64.1 მილიონ მოქალაქეს ექნება. ხუთ მილიონამდე ამომრჩეველი პირველად მისცემს ხმას.