რუსული პროპაგანდისტული ტელეგრამ-არხების ინფორმაციით, უკრაინამ კონტრშეტევა დაიწყო. უკრაინის მხრიდან აღნიშნული ინფორმაციის დადასტურება ან უარყოფა ჯერ არ მომხდარა.
BBC-ის ცნობით, რუსული არხები იტყობინებიან, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები დონბასის რეგიონში, ბახმუტის ჩრდილო-დასავლეთით და სამხრეთით მდებარე პოზიციებს წარმატებით უტევენ.
ასევე, იუწყებიან სამხედრო ტექნიკისა და ცოცხალი ძალის დიდი გადაადგილების შესახებ ხარკოვის რაიონში, ლუჰანსკის, სვატოვასა და კრემინას რაიონებში საარტილერიო მზადებაზე.