პოლონეთის გეოგრაფიული სახელწოდებების სტანდარტიზაციის კომისიამ მიიღო ოფიციალური გადაწყვეტილება, რუსეთის ქალაქ კალინინგრადსა და კალინინგრადის ოლქს სახელი შეუცვალოს.
ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Rzeczpospolita ავრცელებს.
როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, კომისიამ 12 აპრილს გამართულ სხდომაზე გადაწყვიტა, რომ ქალაქი პოლონური სახელწოდებით კროლევიეცით (Królewiec) მოიხსენიოს
კალინინგრადს პოლონურ ენაში აღარ გამოიყენებენ. კომისიამ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული ერთეულისთვის, სადაც მდებარეობს ეს ქალაქი, რეკომენდირებულია ეწოდოს კროლევიეცის ოლქი და არა კალინინგრადის.
ცვლილება ძალაში გამოქვეყნების დღიდან, ანუ 2023 წლის 9 მაისიდან შევა.
კომისიამ ცვლილებების შეტანისასმიიჩნია, რომ „ქალაქი, რომელიც ამჟამად რუსულ სახელწოდებას კალინინგრადს ატარებს, პოლონეთში ცნობილია ტრადიციული სახელწოდებით კროლევიეცი“ და რომ ამჟამინდელი რუსული სახელწოდება წარმოადგენს ხელოვნურ სახელს და კავშირში არ არის არც ქალაქთან და არც ოლქთან.