ბრიტანეთი დაჯგუფება „ვაგნერს“ ტერორისტების სიაში შეიყვანს, რათა გააძლიეროს წნეხი რუსეთზე. ამის შესახებ გამოცემა The Times იუწყება.
გადაწყვეტილება ამ ნაბიჯის იურიდიულ საფუძვლებზე ორთვიანი მუშაობის შემდეგ მიიღეს. გამოცემას წყარომ განუცხადა, რომ ტერორისტების სიაში დაჯგუფების შეყვანა გარდაუვალია და ეს რამდენიმე კვირაში განხორციელდება.
„ვაგნერთან“ კავშირი, მისი შეკრებებზე დასწრება, სიმბოლიკების ტარება და სხვა ნებისმიერი მხარდაჭერა ბრიტანეთში სისხლის სამართლის დანაშაულად იქნება აღიარებული, მერძოლები კი სიაში აღმოჩნდებიან „ისლამური სახელმწიფოსა“ და „ალქაიდას“ მებრძოლების გვერდით, - აღნიშნავს The Times
ასევე დაჯგუფება „ვაგნერს“ დაუწესდება ფინანსური სანქციები, რომელიც შეზღუდავს მის შესაძლებლობებს მიიღოს თანხები ბრიტანეთის ბანკებიდან.