პენტაგონის წარმომადგენელმა გენერალმა პატრიკ რაიდერმა დაადასტურა, რომ უკრაინულმა მხარემ საზენიტო-სარაკეტო კომპლექს Patriot-ის საშუალებით რუსული რაკეტა „კინჟალი“ ჩამოაგდო. იუწყება CNN
„გიდასტურებთ, რომ მათ {უკრაინელებმა} რუსული რაკეტა, სისტემა Patriot-ის მეშვეობით ჩამოაგდეს. როგორც იცით, ეს სისტემა წარმოადგენს საჰაერო თავდაცვის ფართო სპექტრის ნაწილს, რომელიც შეერთებულმა შტატებმა და საერთაშორისო საზოგადოებამ უკრაინას გადასცა“, - განაცხადა რაიდერმა.
მანვე აღნიშნა, რომ აშშ პარტნიორებთან ერთად გააგრძელებს უკრაინელებისთვის საჰაერო თავდაცვის სახმელეთო საშუალებებისა და საბრძოლო მასალის მიწოდებას, რათა დაეხმარონ მათ თავიანთი სუვერენული ცის გაკონტროლებასა და რუსეთისგან მოქალაქეების დაცვაში.
6 მაისს უკრაინის საჰაერო ძალების მეთაურმა, მიკოლა ოლეშჩუკმა განაცხადა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა რუსული რაკეტა „კინჟალი“ Patriot-ის მეშვეობით ჩამოაგდეს. აშშ-მა ეს ინფორმაცია ოფიციალურად ოდნავ მოგვიანებით დაადასტურა. რუსული მხარე „კინჟალს“ ჰიპერბგერით რაკეტას უწოდებს, თუმცა უკრაინაში მის ჩამოგდების შემდეგ სპეციალისტებმა გამოთქვეს ვარაუდი, რომ რეალურად ეს ბალისტიკური რაკეტაა, რომელიც უფრო სწრაფად დაფრინავს, ვიდრე ბგერა.