მანჰეტენის ფედერალურმა სასამართლომ ამერიკის ექს-პრეზიდენტი დონად ტრამპი მწერალ ჯინ კეროლის სექსუალურ შევიწროვებაში დამნაშავედ ცნო და კომპენსაციის გადახდა დააკისრა. იუწყება CNN
ნაფიცმა მსაჯულებმა ტრამპს დაახლოებით 5 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრეს.
ამათან, სასამართლომ ტრამპი არ აღიარა დამნაშავედ გაუპატიურებაში.
ვინაიდან სარჩელი სამოქალაქო იყო, ტრამპს არ ემუქრება პატიმრობა ან რაიმე სხვა სისხლის სამართლის სასჯელი.
ამერიკელა მწერალმა და ჟურნალ Elle-ს ყოფილმა მიმომხილველმა, 79 წლის ელიზაბეთ ჯინ კეროლიმ დონალდ ტრამპს 2019 წელს, 30 წლის წინანდელი გაუპატიურების გამო უჩივლა.
კეროლის მტკიცებით, ტრამპი მას მანჰეტენის სავაჭრო ცენტრში, Bergdorf Goodman-ის მაღაზიაში ფლირტით გამოელაპარაკა და მეგობრისთვის საჩუქრის ყიდვაში დახმარება სთხოვა. ტრამპმა მას თეთრეულის მოსინჯვა სთხოვა და გასახდელში გაჰყვა, სადაც კეროლის თქმით, კარი დახურა, ქალი კედელთან მიიმწყვდია და გააუპატიურა.