უკრაინა, მოსკოვში 9 მაისს გამართულ ღონისძიებებში სომხეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის ლიდერევის მონაწილეობას ომის დამნაშავის, ვლადიმირ პუტინთან ერთად ამორალურ და არამეგობრულ ნაბიჯად მიიჩნევს. ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უკრაინის საგარეო უწყება აღნიშნავს, რომ ღონისძიების დროს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გაამართლა უკრაინელების მკვლელობა, უკრაინის ქალაქებისა და სოფლების განადგურება, უკრაინელი ბავშვების გატაცება და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ხალხის წინააღმდეგ რეპრესიები.
“მიგვაჩნია, რომ ამ ქვეყნების ლიდერების მონაწილეობა საჯარო ღონისძიებაში ომის დამნაშავის გვერდით, რომელმაც აღლუმის წინა ღამეს 25 ფრთოსანი რაკეტა ისროლა უკრაინის მიმართულებით, ამორალური და არამეგობრული ნაბიჯია უკრაინის მიმართ, ზიზღის გამოვლინებაა უკრაინელი ხალხის მიმართ, რომელიც იბრძვის გადარჩენისა და თავისუფლებისთვის.
ცენტრალური აზიისა და კავკასიის ხალხებმა შეუფასებელი წვლილი შეიტანეს ნაციზმის დამარცხებაში 78 წლის წინ. ისინი არ იმსახურებენ კრემლის მიერ გამოყენებულები იყვნენ ყალბ ღონისძიებებში მონაწილეობისთვის, რომელსაც არაფერი აქვს საერთო ნაციზმზე გამარჯვებულების გმირობასთან“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.