დაჯგუფება „ვაგნერის“ ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი აცხადებს, რომ რუსეთის არმიის ერთ-ერთმა ქვედანაყოფმა ბახმუტში ფრონტის ფლანგი მაიტოვა და გაქიცა, მისი დაცვა კი „ვაგნერელებს“ მოუწიათ.
მან რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და გენშტაბს ულტიმატუმი წაუყენა და განაცხადა, რომ თუ მისი მებრძოლები საბრძოლო მასალას არ მიიღებენ, პოზიციებს დატოვებენ.
„ჩვენ მივიღეთ საბრძოლო დავალება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ პოზიციების დატოვების შემთხევაში ეს იქნებოდა სახელმწიფო ღალატი. ეს უპირველესად ჩვენი მისამართით იყო ნათქვამი.
თუ არ იქნება საბრძოლო მასალა პოზიციებს დავტოვებთ“, - თქვა მან.
პრიგოჟინმა მორიგი კრიტიკის ქარ-ცეცხლი დაატეხა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს. მისი თქმით, საბრძოლო მასალების დაპირების მიუხედავად, არანაირი ცვლილება არ მომხდარა.
მისივე თქმით, „ვაგნერის“ მებრძოლებს მათ მიერ მოთხოვნილი საბრძოლო მასალის მხოლოდ10 პროცენტი გამოუყვეს. „ჩვენ მოგვატყუეს“, - თქვა პრიგოჟინმა. მისი თქმით, გენშტაბის უფროსმა ვალერი გერასიმოვმა პირადად შეამცირა იარაღის რაოდენობა, რომელიც მათთვის უნდა გადაეცათ.
ამასთან, პროგოჟინმა განაცხადა, რომ მისი მებრძოლები ბახმუტის მიამრთულებით კიდევ რამდენიმე დღეს დარჩებიან. „ვიბრძოლებთ და მერე გავერკვევით“, - თქვა მან.
მისივე თქმით, რუსი ჯარისკაცები დამნაშავეები არ არიან, როდესაც გარბიან, რადგან თევზი თავიდან ყროლდება“ და დამანშავეები არიან ისინი, ვინც მათ დავალებებს აძლევს.
"უკრაინის შეიარაღებული ძალები "ვაგნერის" ფლანგებს არღვევენ და უახლოეს პერიოდში კონტრშეტევაზე გადავლენ. დღეს ჩვენი მტერი არა უკრაინის შეიარაღებული ძალები, არამედ რუსული ბიოროკრატიაა.
თუ ჩვენ ბახმუტიდან გავალთ, ფრონტი ჩამოიშლება და უკრაინელები მოსკოვამდე ჩავლენ," განაცხადა პრიგოჟინმა.