ევროკავშირი არ უნდა შეშინდეს მოსკოვის მიერ სამხედრო ძალის დემონსტრირებით და უნდა გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერა ვიდრე ეს საჭირო, - ამის შესახებ განაცხადა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა.
”აქედან ჩრდილო-აღმოსავლეთით 2200 კილომეტრში, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი დღეს აწყობს თავის ჯარისკაცებს, ტანკებსა და რაკეტებს”, - განუცხადა დეპუტატებს სტრასბურგში ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას
"ჩვენ არ უნდა შეგვაშინოს ძალაუფლების ამგვარმა თამაშებმა! მოდით, ურყევი ვიყოთ უკრაინის მხარდაჭერაში იმდენ ხანს, რამდენი ხანიც მას დასჭირდება!" - განაცხადა გერმანიის კანცლერმა.