ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი 9 მაისს, ევროპის დღეს კიევში ჩავიდა.
"კარგია კიევში დაბრუნება. სადაც ღირებულებებს, რომლებიც ძვირფასია ჩვენთვის, ყოველდღე იცავენ. ამიტომაც ეს სწორი ადგილია ევროპის დღის აღსანიშნავად. მივესალმები პრეზიდენტ ზელენსკის გადაწყვეტილებას, რომ 9 მაისი ევროპის დღეც აქ, უკრაინაშიც გამოცხადდეს", - წევრს ფონ დერ ლაიენი ტვიტერზე.
შეგახსნებთ, უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყანაში გამარჯვების დღეს 8 მაისს აღნიშნავენ, 9 მაისს კი ევროპის დღე აღინიშნება, ისე როგორც ეს ევროპაშია.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მან უკვე მიმართა უმაღლეს რადას და 8 მაისის ხსოვნისა და გამარჯვების დღედ გამოცხადება ოფიციალურად მოითხოვა, ხოლო 9 მაისს აღინიშნება ევროპის დღე.