თურქეთმა უარი თქვა აშშ-ის შეთავაზებაზე, გადაეცა უკრაინისთვის რუსეთისგან შეძენილი სარაკეტო თავდაცვის სისტემა S-400, – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა.
ჩავუშოღლუმ აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები სთავაზობდა თურქეთს, რუსეთისგან შეძენილ სარაკეტო სისტემაზე კონტროლი გადაეცა აშშ-სთვის ან სხვა ქვეყნისთვის, მაგალითად, უკრაინისთვის, რომელიც ცდილობს, წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთს.
ჩავუშოღლუს თქმით, ეს წინადადება თურქეთისთვის მიუღებელია, რადგან თურქეთის სუვერენიტეტის ხელყოფას ისახავს მიზნად.
2017 წელს თურქეთმა ხელი მოაწერა კონტრაქტს რუსეთთან უახლესი S-400-ის სისტემების შესაძენად. ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა გამოთქვეს წინააღმდეგობა და აღნიშნავდნენ, რომ S-400-ები შეუთავსებელი იქნებოდა NATO-ს სისტემებთან. თუმცა, ანკარის განმარტებით, რომ S-400 არ იქნებოდა საფრთხე ალიანსისა და მისი შეიარაღებისთვის.