ჩეხეთის პრეზიდენტს პეტერ პაველს მიაჩნია, რომ დასავლეთი მზადი უნდა იყოს იმისთვის, რომ რუსეთ-უკრაინის ომში სრული გამარჯვება არ იქნება. ამის შესახებ მან The Guardian-თან ინტერვიუში ისაუბრა.
„ვფიქრობ, რომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რაც ჩვენს ხელთ არის, რომ გავამხნევოთ უკრაინელები და დავეხმაროთ მათ, რათა წარმატებას მიაღწიონ, მაგრამ შინაგანად მზად უნდა ვიყოთ, სხვა არაპროგნოზირებადი მოვლენებისთვის“, - განაცხადა პაველმა.
მისი თქმით, კიევში ესმით, რომ არ შეიძლება “რუსების შეუფასებლობა, რადგან მათ აქვთ საკმარისი ცოცხალი ძალა, მათ აქვთ საკმარისი ტექნიკა. თუნდაც უფრო მოძველებული, შესაძლოა, მცირე რაოდენობით, მაგრამ მათ მაინც აქვთ მეტი საარტილერიო შეიარაღება, აქვთ ბევრი საბრძოლო მასალა“, - განაცხადა პაველმა.
ჩეხეთის პრეზიდენტის თქმით, ზელენსკის მთავარი მოთხოვნა მათი შეხვედრის დროს იყო საბრძოლო მასალის მიწოდება კონტრშეტევის მზადების ფონზე.
ევროკავშირის ქვეყნები შეთანხმდნენ უკრაინისთვის საბრძოლო მასალის მიწოდებაზე მათ შორის დიდი ბრიტანეთიდან და აშშ-დან, საფრანგეთის თავდაპირველი წინააღმდეგობის მიუხედავად. პაველის თქმით, ეს გაზრდის უკრაინისთვის დახმარების შესაძლებლობას მომდევნო კვირებისა და თვეების განმავლობაში.
პაველი ამბობს, რომ ევროკავშირმა უნდა მიაწოდოს უკრაინას საბრძოლო მასალა მთელი მსოფლიოდან, მათ შორის იმ ქვეყნებიდან, რომლებსაც, შესაძლოა, არ სურთ აღიარონ მონაწილეობა რუსეთთან კონფლიქტში, ან რონლებთანაც ევროპის ქვეყნების დესაქალაქებს, შესაძლოა, ჰქონდეთ გარკვეული დიპლომატიური დისკომფორტი ურთიერთობისას. „არსებობს შესაძლებლობენი, როგოგრ შევძლოთ ამის გაკეთება“, - თქვა ჩეხეთის პრეზიდენტმა.