მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში პრორუსული პარტია „შორის“ მიერ ორგანიზებულ ანტისამთავრობო აქციაზე 27 ადამიანი დააკავეს.
აქციის მონაწილეები პრეზიდენტის გადადგომასა და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ითხოვდნენ. დემონსტრაციის მონაწილეებს კიშინიოვში ცენტრალური ავტომაგისტრალის ნაწილი დროებით გადაკეტილი ჰქონდათ.
პოლიციის ცნობით, დაკავებულები პოლიციის განყოფილებაში დოკუმენტების შემოწმების მიზნით გადაიყვანეს. ამასთან, მედიის ცნობით, დაკავებულების ნაწილს აალებადი ნივთიერებები აღმოაჩნდა, რომელთა საშუალებითაც ისინი სხვადასხვა ობიექტისთვის ცეცხლის წაკიდებას აპირებდნენ.