ამერიკის ტექსასის შტატში, ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში მომხდარი სროლისას რვა ადამინი დაიღუპა და შვიდი დაჭრა. შემთხვევა ქალაქ ალენში მოხდა.
თავდამსხმელი, რომელიც მარტო მოქმედებდა, პოლიციელის სროლის შედეგად დაიღუპა.
სამაშველო სამსახურმა ადგილობრივ საავადმყოფოებში სულ მცირე ცხრა დაჭრილი გადაიყვანა. მოგვიანებით ორი მათგანი გარდაიცვალა.
სამედიცინო დაწესებულებებში 5-დან 61 წლამდე ასაკის დაშავებულები მოხვდნენ.
ტექსასის გუბერნატორმა გრეგ ებოტიმ მომხდარს საშინელი ტრაგედია უწოდა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს საჭირო რესურსების ოპერატიულად მიწოდებას დაჰპირდა.