უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს მეთაურის, კირილო ბუდანოვის თქმით, რუსეთის ძალებს ფართომასშტაბიანი შეტევის პოტენციალი არ აქვთ, თუმცა მათ სერიოზული თავდაცვითი ოპერაციების ჩატარება შეუძლიათ. ამის შესახებ ბუდანოვმა YahooNews-თან ინტერვიუში განაცხადა.
"ამ დროისთვის, რუსეთს არ აქვს არც სამხედრო, არც ეკონომიკური და არც პოლიტიკური პოტენციალი, რომ ფართომასშტაბიანი შეტევის მცდელობა განახორციელოს უკრაინის ნებისმიერ ტერიტორიაზე," - აღნიშნა ბუდანოვმა.
ამასთან, მისი თქმით, მთავარი პრობლემა, რასთანაც უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გამკლავება მოუწევთ არის რუსეთის ძლიერი თავდაცვა. მისივე თქმით, ოკუპანტები ცდილობენ რაკეტების გარკვეული მარაგი დააგროვონ, რათა უკრაინის კონტრშეტევა ჩაშალონ, თუმცა, ბუდანოვი აცხადებს, რომ ეს მათ არ გამოსდით.