ევგენი პრიგოჟინი და რამზან კადიროვი ცდილობენ რუსეთის არმია არაეფექტურად წარმოაჩინონ და ქმნიან პირობებს, რათა ბახმუტის რაიონში წარუმატებლობისთვის თავდაცვის სამინისტრო დაადანაშაულონ. ამის შესახებ ამერიკის ომის შემსწავლელ ინსტიტუტში (ISW) აცხადებენ.
ანგარიშში ნათქვამია, რომ პრიგოჟინის გადაწყვეტილება - პასუხისმგებლობა ბახმუტისთვის გადასცეს თავის თანამოაზრეს, გამოიყურება როგორც მცდელობა, მეორე პლანზე გადასწიოს საჰაერო-სადესანტო ჯარების ნაწილი, რომლებიც მოქმედებენ ფლანგებზე და წარმოაჩინოს ქალაქისთვის ბძროლა ვაგნერელების და ახლა უკვე კადიროველების ბრძოლად.
ეს პრიგოჟინს, რომელიც არ ენდობა რუსეთის სამხედრო სარდლობას და დამოუკიდებლად პოზიციონირებს, შესაძლებლობას მისცემს შეინარჩუნოს სახე, თუ დაჯგუფება „ვაგნერი“ ვერ შეძლებს ბახმუტის აღებას. კადიროვი თავის მხრივ, შეძლებს მიიღოს რეპუტაციული სარგებელი ასეთ გახმაურებულ ოპერაციაში მონაწილეობისაგნ პრიგოჟინის პირადი ავტორიტეტის დახმარებით.
ექსპერტების აზრით, თუ კი ჩეჩნური „ახმატის“ ძალები წააწყდებიან იგივე სირთულეებს, რასაც ვაგნერელები და ვერ შეძლებენ სრულად ბახმუტის დაკავებას, პრიგოჟინმა და კადიროვმა სავსებით შესაძლებელია დაადანაშაულონ თავდაცვის სამინისტრო მათთვის ადეკვატური დახმარების აღმოჩენის უუნარობაში.
ISW-ის ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ თუ რუსეთის სამხედრო სარდლობა ხელს შეუშლის „ახმატის“ ძალებით „ვაგნერის“ ჩანაცვლებას, პრიგოჟინი და კადიროვი და მათი მოკავშირეები, სავარაუდოდ, განაცხადებენ, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მათი გადაწყვეტილებისთვის მხარი რომ დაეჭირა, ჩეჩნური ქვედანაყოფები ბახმუტს აიღებდნენ.
„ამასთან, კადიროვის განცხადება, რომ „ახმატს“ შეუძლია სწრაფად წაიწიოს წინ და ბახმუტი რამდენიმე საათში აიღოს, არის ტიპიური კადიროვის ტრაბახი და უგულებელყოფს არსებულ ტაქტიკურ ვითარებას“, - ნათქვამია ანგარიშში.