საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ევროპის დღეების აღსანიშნ ღონისძიებაზე მისულ სტუმფრებს ქართულ ენაზე მიმართა.
"მოგესალმებით ბატონო პრემიერო, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, ბატონო მერო, ძვირფასო სტუმრებო. ჩვენ აქ ევროპის დღის აღსანიშნად შევიკრიბეთ, რომელსაც საქართველო ევროპული პერსპექტივით ხვდება. ეს დიდი წარმატებაა. შემდეგი ეტაპი კანდიდატის სტატუსის მოპოვებაა, რაც კიდევ უფრო დაახლოებს საქართველოს ევრავშირის წევრობასთან. ამ მიზანს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა უჭერს მხარს. ეს ისტორიული შანსია იმისთვის, რომ გახდეთ ერთიანი, უსაფრთხო და ეკონომიკურად ძლიერი ევროპული ოჯახის წევრი. ახლა მოქმედების დროა.
იმედია, დროს სასიამოვნოდ გაატარებთ მეგობრებთან, კოლეგებთან და ოჯახის წევრებთან ერთად. გაეცნობით ჩვენი, ევროპის გუნდის და ჩვენი პარტნიორების საქმიანობის შედეგებს, ეწვევით ევროსოფელს, რომელიც ევროკავშირის მრავალფეროვნებას წარმოაჩენს თავისი ისტორიით კულტურითა და ტრადიციებით. გილოცავთ ევროპის დღეს", - თქვა ევროკავშირის ელჩმა.