ბუკინგემის სასახლეში ჩარლზ III-ის კორონაციის ცერემონია მიმდინარეობს. დღეს, 6 მაისს ვესმინსტერის სააბატოში ჩარლზი მეფის, ხოლო მისი მეუღლე კამილა დედოფლის ტიტულებს მიიღებენ.
ეს ბრიტანეთის ისტორიაში რიგით მე-40 კორონაციაა.
დედოფალ ელისაბედის გარდაცვალებიდან 8 თვის შემდეგ ახალ მონარქს მეფედ ოფიციალურად აკურთხებენ. მეფის ტახტზე ასვლით ბრიტანეთში ახალი ეპოქა იწყება. მაგალითად შეიცვლება სამეფოს დროშებზე დატანილი ელისაბედ მეორეს ინიციალები.
კორონაციაზე მიწვეულია სხვადასხვა სახელმწიფოს პირველი პირები. სტუმრებს შორის არის საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც.