უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა უკრაინის დაგეგმილ კონტშეტევასთან დაკავშირებით რადიო Kossuth-ის ეთერში ისაუბრა.
ორბანმა მორიგ ჯერზე გაიმეორა თავისი მოსაზრება, რომ რუსეთ-უკრაინის ომში იქნებიან მხოლოდ დამარცეხბულები და არა გამარჯვებულები. „რუსეთი კი, არ იჯდება გულზე ხელდაკრეფილი და არ დაიწყებს იმის ყურებას თუ როგორ მარცხდება“. უკრაინის მოსალოდნელ შეტევაზე, კი ორბანმა აღნიშნა, რომ წინ მძიმე კვირებია.
„ვფიქრობ, რომ უკრაინელებისთვის ეს უკანასკნელი დიდი შესაძლებლობაა მიაღწიონ რაიმე სახის სამხედრო წარმატებას. თუ ეს მოხდება, ყველა დავინახავთ, რა რეალური ბალანსია ერთმანეთთან დაპირისპირებულ ძალებს შორის და ასეთ, უფრო მკაფიო ,ნათელ ვითარებაში იქნება მეტი შესაძლებლობა დიპლომატიური მოქმედებებისთვის მშვიდობის დასამაყრებლად“, - განაცხადა ორბანმა.
მისი თქმით, უნგრეთი მეტად არის დაინტერესებული მშვიდობის მიღწევაში და მისი ინტერესები მდგომარეობს იმაში, რომ მეზობლად ჰყავდეს დიდი და წარმატებული უკრაინა.