სერბეთში სროლის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა და 13 დაიჭრა.
სერბული მედიის ინფორმაციით, შემთხვეა გვიან საღამოს ქალაქ მლადენოვაცთან, სოფელ დუბონში მოხდა. თავდამსხმელმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი მოძრავი ავტომობილიდან გახსნა და მიიმალა. პოლიცამ თავდამსხმელზე ძებნა გამოაცხადა, ის სავარაუდოდ 21 წლის კაცია.
ძებნის ოპერაციაში ჩართულია სამართალდამცველების დიდი რაოდენობა, ასევე ვერტმფრენები.
შეგასხენებთ, 3 მაისს, 13 წლის ბიჭმა ბელგრადის ერთ-ერთ სკოლაში მამის კუთვნილი იარაღიდან ცეცხლი გახნსა, დაიღუპა 9 ადამიანი, მათ შორის 8 ბავშვი.